საქართველო

ლევან გოგიჩაიშვილი: სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეპუტატთა ჯგუფი აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას არეგისტრირებს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება.

„ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. დღეს კი დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს იმგვარ რეგულაციებს, რომელიც ჩვენი აზრით, ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, ასევე გაზრდის შემოსულობებს საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს აკონტროლოს ეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.