საქართველო

კრისტიან დანიელსონი: რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ზოგიერთ ასპექტზე

რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ზოგიერთ ასპექტზე. ეს მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, მაგრამ სხვა საკითხებზე ნაკლები პროგრესი იყო და მე ამ დილით მივემგზავრები ბრიუსელში და მოვახსენებ ამას პრეზიდენტ მიშელს, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში თავისი ვიზიტისა და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

მას არ დაუკონკრეტებია თუ რა პროგრესი იქნა მიღწეული მოლაპარაკებებისას.

„ამ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილების პოვნაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. ეს არის არსებითი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის. ვფიქრობ, ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ მდგომარეობაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება-სურვილი წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მედიაციის პროცესის წარმატების განხორციელბის საშუალებას მისცემს. მე სრულიად მჯერა, რომ ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს“, განაცხადა დანიელსონმა მედიის წინაშე და ტრიბუნა დატოვა.