საქართველო

კოჯორში ქვეითი ოცეულის კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ოცეულის მომზადების მე-20 კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ და სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

„სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების II ეტაპი“ ქვეითის სპეციალობით 38-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. მსმენელებმა კურსის მიმდინარეობისას შეისწავლეს შემდეგი სამხედრო თემატიკები: მეთოდიკა და ტაქტიკა, სერჟანტთა მოვალეობები, ლიდერობა, მეცადინეობის ჩატარების მეთოდი და გამოუმუშავდათ ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია ქვეითი ოცეულის სერჟანტის ფუნქციონალური მოვალეობის შესასრულებლად.