აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კორონავირუსმა ჩინელი განგაშის ამტეხი ექიმი მოკლა

ჩინელი ექიმი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე, ინფექციით გარდაიცვალა, იტყობინება BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით.

ლი ვენლიანძი ვუხანის ცენტრალურ კლინიკაში ოფთალმოლოგად მუშაობდა. მან 30 დეკემბერს თავისი კოლეგა მედიკოსები ვირუსის საფრთხის შესახებ პირველმა გააფრთხილა, რის შემდეგაც მას პოლიცია ესტუმრა და გაჩერება მოსთხოვა, რადგან ხელისუფლება ცდილობდა ეს ახალი ამბავი კონფიდენციალურად დარჩენილიყო.

ამ დროისთვის (6 თებერვალი, 2020) ვირუსმა 560-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 1 153 გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვი 28,000-ს შეადგენს, 186 354 კი, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება (იხილეთ დაბლა – წყარო: ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისია)

კორონავირუსი მწვავე რესპირატორულ ინფექციას იწვევს და სიმპტომები ჩვეულებისამებრ სიცხით იწყება, რასაც მშრალი ხველება მოჰყვება. ადამიანთა უმეტესეობა, რომელიც ამ ინფექციით ავადდება, შესაძლებელია რომ სრულად გამოჯანმრთელდეს – ისევე, როგორც ეს გრიპით დაავადებისას.

 

ლი ველიანძის ამბავი

ოფთალმოლოგმა ლი ველიანძმა თავისი ამბავი ვებგვერდ Weibo-ზე საავადმყოფოს პალატიდან გამოაქვეყნა ერთი თვის შემდეგ მის მიერ თვადაპირველად გავრცელებული გაფრთხილებიდან.

ექიმმა ლიმ, 34 წლის, შენიშნა ვირუსის შვიდი შემთხვევა, რომელიც მისი აზრით ჰგავდა სარს – ვირუსს, რომელიც 2003 წელს გლობალური ეპიდემიის საწინდარი გახდა. 30 დეკემბერს მან გაუგზავნა შეტყობინება თავის კოლეგა ექიმებს სასაუბრო ჯგუფში და გააფრთხილა ისინი, რომ ინფექციის თავიდან ასარიდებლად დამცავი ტანსაცმელი გამოეყენებინათ.

ოთხი დღის შემდეგ იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროში გამოიძახეს, სადაც მას წერილზე ხელის მოწერის შესახებ უთხრეს. წერილში მას ბრალი ედებოდა „არასწორი კომენტარების გაკეთებაში“, რამაც „უკიდურესად დაარღვია სოციალური წესრიგი“.

იგი იმ რვა ადამიანს შორის ერთ-ერთი იყო, რომლის მიმართაც პოლიცია „ჭორების გავრცელების“ ბრალდებით გამოძიებას ატარებდა. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ექიმ ლის ბოდიში მოუხადა.

Weibo -ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იგი აღწერს, თუ როგორ დაიწყო მან 10 იანვარს ხველა, მეორე დღეს მას სიცხემ მისცა, ორი დღის შემდეგ კი იგი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. 30 იანვარს მას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

ჩინეთის სოციალურ მედიაში უამრავი სამძიმრის განცხადება გამოქვეყნდა ექიმ ლის გარდაცვალების გამო. სახელმწიფოს დაფინანსებულმა ერთ-ერთმა მედიამ დაწერა, რომ ლის გარდაცვალებამ „ეროვნული მწუხარება“ გამოიწვია.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით დაღუპულთა უმრავლესობა 60 წელს გადაცილებული იყო ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ჰქონდათ. ექიმ ლის სამედიცინო ისტორია ცნობილი არ არის.

რა არის უახლესი ინფექცის გავრცელებასთან დაკავშირებით?

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა და ინფექცია 25 სახელმწიფოში დადასტურდა, ჩინეთის კონტინენტის გარეთ სიკვდილის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ერთი ჰონგ-კონგში და ერთი ფილიპინებზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განსაკუთრებით დიდ საფრთხედ ვირუსი ისეთი ქვეყნებისთვის მიიჩნია, სადაც ჯანდაცვის სისტემა სუსტი და გაუმართავია.

თუმცა კი ჩინეთში ინფექციის 28,000 შემთხვევაა ოფიციალურად გამოვლენილი, ზოგიერი მეცნიერის შეფასებით, ფაქტობრივი რაოდენობა შესაძლოა 10-ჯერ მეტი იყოს, რადგან ინფიცირებულთა უმრავლესობა, რომელთაც მხოლოდ სუსტი სიმპტომები აქვთ, არ გადიან მკურნალობის კურსს და ამ დრომდე პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებით კვდებიან.

დიდმა ბრიტანეთმა ხუთშაბათს ვირუსის უკვე მესამე შემთხვევა დაადასტურა.

3,700 ადამიანია საკრუიზო გემზე „Diamond Princess“-ზე, რომელიც იაპონიის მისადგომებთან დაბმული დგას 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. გემზე კარანტინია გამოცხადებული, რადგან მასზე მყოფთაგან 20-ს კორონავირუსი აქვს.

მეორე საკრუიზო გემი, რომელზეც 3,600 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფება, ჰონგ-კონგთან დგას. ამ გემზეც კარანტინია გამოცხადებული, რადგან იქ მყოფებიდან სამს კორონავირუსი დაუდგინდა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ