საქართველო

კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში გამოვლინდა, 78 თბილისში, 52 იმერეთში

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 453 შემთხვევიდან 297 აჭარაში დაფიქსირდა, 78 თბილისში, 52 იმერეთში, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 52-ია.

„დღეისათვის ქვეყანაში ფიქსირდება კოვიდინვიფირების 7 093 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3 714-ია, რაც შეესაბამება 52 პროცენტს. ქვეყანაში კორონავირუსის 3 379 აქტიური შემთხვევაა.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 297 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 78, იმერეთში – 52, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში ექვს-ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ორ-ორი შემთხვევა, კახეთში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.