საქართველო

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას უკავშირდება, 30 შემთხვევა თბილისს, 15 იმერეთის რეგიონს, 11 სამეგრელო-ზემო სვანეთს, ოთხი გურიას, სამი კახეთის რეგიონს,  სამი შიდა ქართლს, ორი ქვემო ქართლს, ორი შემთხვევა მცხეთა მთიანეთს, ერთი კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება.

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთს – 11, გურიას – ოთხი, კახეთს – სამი, შიდა ქართლს – სამი, ქვემო ქართლს- ორი, ასევე მცხეთა-მთიანეთს – ორი, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.