საქართველო

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი ერთი სამედიცინო პერსონალია, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ რომელი კლინიკის თანამშრომელია ახალ ინფიცირებულებს შორის.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირებულების კვლავ 84 პროცენტია. 119 პაციენტი მკურნალობს კლავ კოვიდ-ცენტრებში. ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, დაავადებულთან კონტაქტირებული პირი, ორი არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, იმპორტირებული შემთხვევები ორივე საკარანნტინო ზონიდანაა. კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. აღნიშნული სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის. 30 იანვრიდან დღედე, ანუ მეხუთე თვეა, ჩვენი ცენტრი რაც კოვიდინფიცირებულებთან და შესაძლო შემთხვევებთან მუშაობს, მედპერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშო კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს.

„სამი ახალი პაციენტი მივიღეთ გუშინ, მათ შორის ერთი არის საბურთალოს შემთხვევა, ერთი არის შემოტანილი, ხოლო ერთი მარნეულის შემთხვევა“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.