საქართველო

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვემო ქართლში დაფიქსირდა 77 შემთხვევა, შიდა ქართლში 69, გურიაში 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში 42, მცხეთა-მთიანეთში 26, სამცხე-ჯავახეთში 24, ხოლო კახეთში 17.