საქართველო

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„თბილისში დაფიქსირდა შემთხვევების 40 პროცენტი, რაც შეესაბამება 469 პაციენტს, აჭარაში 30 პროცენტი, ანუ 360, იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად, დღეს არის 99 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში -78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში -73,  კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში -14, სამცხე ჯავახეთში – შვიდი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მკურნალობის ეტაპზე მყოფი 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.