საქართველო

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

„დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გახდა 2937. 179 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 126, იმერეთი – 16, თბილისი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი – 7, გურია – 4, კახეთი – 4“, – განაცხადა ეზუგბაიამ.