საქართველო

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 504, აჭარაში – 576, იმერეთში – 212

კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 504, აჭარაში – 576, იმერეთში – 212,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევები 18 526-ს აღწევს.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა – 576, იმერეთი – 212, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 101, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 734, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში – 457, აჭარაში – 154, იმერეთში – 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41.

3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 146 – თბილისში, 2 013 – აჭარაში, 262 – იმერეთში.

8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.

6 ოქტომბრიდან – 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ  17 652 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 938 პირი, აჭარაში – 14 779, იმერეთში – 5 243“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.