საქართველო

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს, ის ბოლნისიდან არის

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ბოლნისიდან არის და ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

„გუშინ ერთი ახალი პაციენტი ჩვენთან მოთავსდა ბოლნისიდან. არ განეკუთვნება რისკის ჯგუფს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მსუბუქი სიმძიმით ფასდება. ვნახოთ, დინამიკაში პროგრესირება თუ არ ექნება დაავადებას, ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელების პროცესი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.