საქართველო

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი კალათბურთელის ოჯახის კიდევ სამი წევრი სტაციონარშია გადაყვანილი, თავად ვიქტორ სანიკიძე კი კარანტინში იმყოფება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 65 წლის ქალს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა აღენიშნებოდა და ბინაზე, მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.