საქართველო

კოვიდ-კლინიკებს 85 საწოლი დაემატა და ამ ეტაპზე 672 ადგილია მობილიზებული

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიღებისთვის მზადყოფნის გაძლიერების მიზნით, კოვიდ-კლინიკებს 85 საწოლი დაემატა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 40 ადგილი დაემატა ბოჭორიშვილის სტაციონარს, 40 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ხუთი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკას.

ამ ეტაზე ჯამში 672 საწოლია მობილიზებული.