აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეა ფხენიანის დელეგაციის „შთამბეჭდავი“ მასპინძლობისათვის შეაქო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეაქო სამხრეთ კორეა მისი „შთამბეჭდავი“ ძალისხმევისათვის, გამორჩეულად გამასპინძლებოდა ფხენიანიდან წარგზავნილ დელეგაციას ზამთრის ოლიმპიადის განმავლობაში.

როგორც BBC იუწყება, სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმმა მადლობა უთხრა სამხრეთს იმისათვის, რომ „პრიორიტეტი მიანიჭა“ ჩრდილოეთის დელეგაციის ვიზიტს ფხენჩხანის თამაშებზე.

კიმ ჩენ ინმა გააკეთა მოწოდება სამხრეთ კორეასთან „შერიგების თბილი კლიმატის“ „შემდგომი გამოცოცხლებისაკენ“, რაც ზამთრის ოლიმპიადის მიერ შეიქმნა.

კიმ ჩენ ინის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფხენიანის უმაღლესი რანგის დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფოს ცერემონიული მეთაური კიმ ჩენ ნამი და უზენაესი ლიდერის გავლენიანი და, კიმ იო ჩენი ხელმძღვანელობდნენ, სამშობლოში დაბრუნდა და ვიზიტის შესახებ მას ანგარიში ჩააბარეს.

ოლიმპიური თამაშები 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

„დელეგაციის მიერ ანგარიშის მიღების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა ამაზე კმაყოფილება გამოხატა“, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.

„ძალიან შთამბეჭდავი იყო განსხვავებული მახასიათებლები სამხრეთის მხარისა, რომელმაც განსაკუთრებულად მიანიჭა პრიორიტეტი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წევრების ვიზიტს… და გამოხატა მათდამი მადლობა“.

ქალბატონი კიმ იო ჩენი და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიული მეთაური კიმ ჩენ ნამი ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც სამხრეთ კორეაში 1950-იანი წლების კორეული ომის შემდეგ ჩავიდნენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და, პოლიტბიუროს წევრი, კიმ იო ჩენი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ცერემონიული მეთაური, პარლამენტის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ნამი სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა სეულში საპრეზიდენტო სასახლეში თავაზიან და მომღიმარ ატმოსფეროში 3 საათის განმავლობაში მიიღო.

კიმ ჩენ ანმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ფხენიანში სამიტზე მიიწვია.

ხელით ნაწერ მიწვევაში, რომელიც მუნს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უმცროსმა დამ, კიმ იო ჩენმა გადასცა, ნათქვამია, რომ კიმ ჩენ ინს აქვს სურვილი შეხვდეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს „ყველაზე ადრე შესაძლებელ დღეს“, განაცხადა საპრეზიდენტო „ცისფერი სახლის“ წარმომადგენელმა.