აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმზე აშშ-ს რეგიონული და მსოფლიო მშვიდობის „საბოტაჟში“ დასდო ბრალი

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხუთშაბათს, სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე, სამხედრო აღლუმი ჩაიბარა, სადაც ქვეყნის ყველაზე მძლავრი შეიარაღება იყო წარმოდგენილი, მათ შორის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონგ 15“, იტყობინება ჩინური Xinhuanet-ი კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.

ქვეყნის არმიის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი 90-წუთიანი აღლუმისას, ყინვიან ამინდში, კიმმა თავის სიტყვაში მოუწოდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, კორეის სახალხო არმიას, დაიცვას მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე, მაშინ როცა გააკრიტიკა შეერთებული შტატები რეგიონული და მსოფლიო მშვიდობის „საბოტაჟისათვის“.

კიმ ჩენ ინმა დაჟინებით მოუწოდა ჯარისკაცებს შეინარჩუნონ რევოლუციური ტრადიციები, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ყოფილმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს.

აღლუმზე კიმი კორეის სახალხო არმიის 50 ქვედანაყოფის ოფიცრებს, მათ შორის სარაკეტო ძალების, არმიის, საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, არტილერიის და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ესალმებოდა.

10 თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმის გამართვის მეორე შემთხვევა იყო, რადგან ფხენიანმა თავისი არმიის დაარსების 70-ე წლისთავის აღნიშვნა 25 აპრილიდან, 8 თებერვლისთვის გადმოიტანა, რათა ხაზი გაესვა იმისათვის, თუ რა როლი ითამაშა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა მამამ კიმ ირ სენმა 1948 წელს პარტიზანული ძალებიდან რეგულარული შეიარაღებული ძალის – კორეის სახალხო არმიის ჩამოყალიბებაში, წერს ჩინური გამოცემა და განაგრძობს, რომ აღლუმმა ფართო ყურადღება იმის გამოც მიიქცია, რომ ის სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის წინა დღეს გაიმართა.

მაგრამ, ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, აღლუმის დრო წმინდაწყლის დამთხვევაა. ფხენიანმა უარყო ბრალდებები „პროვოკაციის“ თაობაზე, რაცზოგიერთი სამხრეთ კორეული კონსერვატიული მედიის და პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერდა.

დაძაბულობის შესამსუბუქებლად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და სამხრეთ კორეაში პარასკევს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება.