აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი სინგაპურში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩაფრინდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე ორ დღით ადრე ჩინეთის მიერ გამოყოფილი თვითმფრინავით ჩავიდა.

აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა სინგაპურის კუნძულ სანტოსაზე სამშაბათს დაიწყება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს შეხვდება.

ტრამპი სინგაპურში კანადიდან კვირას მოგვიანებით ჩავა იმ იმედით, რომ კიმთან მოლაპარაკებებისას შეძლებს ფხენიანის ბირთვულ განიარაღებას.

მან კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ ინთან მოალაპარაკებები წარმატებული იქნება და ბირთვული განიარაღების საკითხზე პროგრესი მიიღწევა, ჩრდილოეთ კორეელ ხალხს კი, ისევე როგორც კიმსა და მის ოჯახს, ახლო მომავალში უკეთესი ცხოვრების დიდებული შესაძლებლობა ექნებათ.

სინგაპური მხოლოდ მესამე ქვეყანაა, რომელსაც კიმი ესტუმრა მას მერე, რაც 2011 წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ლიდერი გახდა.

იგი მარტში ჩინეთში ჩავიდა, ხოლო აპრილში სამხრეთ კორეის საზღვარზე გადავიდა მის სამხრეთ კორეელ კოლეგასთამ მუნ ჩჟე ინთან მოლაპარაკებების გასამართად და პირველი ჩრდილო კორეელი ლიდერი გახდა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.

თუმცა კი, როგორც ამბობენ, ბავშვობაში კიმი შვეიცარიის სკოლა-ინტერნატში სწავლობდა.