საქართველო

კახა კახიშვილი ახალ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანის მიერ მის შესახებ ნათქვამს ეხმაურება

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი სუბელიანი დააკავეს, მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი”, ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი „რუსთავი 2″-თან საუბრისას გავრცელებულ ახალ ფარულ აუდიოჩანაწერში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის განცხადებას, რომ მას კახა კახიშვილზე კომპრომატები გააჩნია.

„რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს, რომელ დაწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული, იყო საუბარი მე-9 ან მე-8 დაწესებულებაზე. თავიდან განთავსდა მეცხრეში, მერე მისივე სურვილით გადავიდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მერვე დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყურეობის პიროებში. აღნიშნავს, რომ იქაც არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის პირობების გამო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ წინასწარი პატიმრობა არის სტრესი ყველა პატიმრისთვის და რა თქმა უნდა, ყველა პატიმარი, რომელიც არის წინასწარი პატიმრობის პირობებში, ცდილობს, რომ და იმედი აქვს, რომ გათავისუფლდეს…. რად მინდოდა რაღაცის დავალება, როდესაც 2013 წელს ვიაყი ექსპერტი და ჩემი გახსნილობა საზოგადოებისადმი გახსოვთ და თუ რამეს ვფიქრობდი, მაგის საშუალება მქონდა, რომ მედიასაშუალებებში ჩემი აზრი გამოქვეყნებულიყო. ჰოდა, ახლა მე მგონი, არალოგიკურია, როდესაც გახლდით საკმაოდ კომუნიკაბელური ექსპერტი და მედიასთან კომუნიკაცია მქონდა, ლალი მოროშკინას მეშვეობით რაღაცის თქმა ნამდვილად არ დამჭირდებოდა”, განაცხადა კახა კახიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება, სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, კახა კახიშვილს და ჟურნალისტ ლალი მაროშკინასაც ახსენებს.

„დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრ კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი, მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ…ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორემ შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში, ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ-მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა „ზეტში“ მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი-მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო…“, ეუბნება სუბელიანი ჯაფარიძეს.