საქართველო

კახა კალაძის განცხადებით, 21 სექტემბრიდან თბილისში ყოველ პარასკევ და შაბათ ღამეს, 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევ და შაბათ ღამეს 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს ავტობუსი და მგონია, რომ ძალიან მოსახერხებელი იქნება მოქალაქეებისთვის, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების ფარგლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში კონკრეტულ ლოკაციებზე იყოს შესაძლებელი მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობა და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევ და შაბათ ღამეს 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს ავტობუსი, საპილოტე პროექტი დავარქვათ ამას, ჩემთვისაც საინტერესოა თუ როგორ განხორციელდება ეს პროექტი, და მგონია, რომ ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისთვის და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისათვის“, განაცხადა კალაძემ.