საქართველო

კახა კალაძე: „როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას“

როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, ტრანსპორტთან დაკავშირებით ბევრი ზარი შედის ცხელ ხაზზე.

„ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ჩვენ ველოდებით დარგის სპეციალისტებს. როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.