საქართველო

კახა კალაძე: პანდემიის გამო, არაერთი პროექტის გაჩერება მოგვიწია, რომლებიც 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული და აუცილებლად განხორციელდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმდინარე წლის ბოლო სხდომა ჩაატარა და გასული წელი შეაჯამა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2020 წელი იყო სერიოზული გამოწვევების წელი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოსთვის. შესაბამისად, დედაქალაქის მერიასაც მოუწია პრიორიტეტების გადანაწილება და ზოგიერთი პროექტის შეჩერება. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტშია ასახული და ეტაპობრივად განხორციელდება. 

„მინდა შევაფასო 2020 წელი, რომელიც უდიდესი გამოწვევებით სავსე იყო. დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. წელს, მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არსებული პანდემიის სახით სერიოზული გამოწვევები ჰქონდა –  კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად, ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი – როცა ეს გეგმა იცვლება. წლის დასაწყისში არაერთი პროექტი გავაჟღერეთ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, მოგვიწია პრიორიტეტების გადანაწილება, ბევრი პროექტის შეჩერება, თუმცა ამ პროექტებიდან უკვე 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული ბევრი მათგანი, რომლებიც განხორციელდება. ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ ქალაქისთვის.