საქართველო

კახა კალაძე: მივესალმებოდი, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოსულიყვნენ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმებოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. 

„მე მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს მხარი და გამოუცხადა მხარდაჭერა, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა, ისაუბრონ და გააკეთონ ის რაც დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებასთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.