საქართველო

კახა კალაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნას პასუხობს

გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ მსჯელობას ეხება, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე არასერიოზულს უწოდებენ.

„გვაქვს სხვა სერიოზული კითხვები? არის სხვა სერიოზული კითხვები? მე მგონი, სერიოზულ საკითხებზე ვართ და თუ გაქვთ სერიოზული კითხვები მზად ვარ ვუპასუხო”, უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული შეკითხვების პასუხად.

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ, 2 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართეს და სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვეს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.