საქართველო

კახა კალაძე: „დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის“

მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც გადაადგილების უკიდურესი აუცილებლობა აქვს, მათ მომსახურებას თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები უზრუნველყოფს“, – აღნიშნა კალაძემ.