საქართველო

კახა კალაძე: არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განადგურება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე – „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანიაასევე, შენარჩუნდეს არსებული მწვანე სივრცეები და სპორტულიმოედნები.

„პრეზენტაციის დასაწყისში ვისაუბრე იმ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა თუ უბანში ხდებოდა – როდესაც რეკრეაციული და სპორტული მოედნების ხარჯზე, საცხოვრებელი კორპუსების, საოფისე სივრცეების მშენებლობა ხდებოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ შევთანხმდით, სამშენებლო კომპანიებს ავუხსენით ჩვენი დამოკიდებულება, გვქონდა არაერთი შეხვედრა ცვლილებებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით და დღეს ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაიყო. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ რეკრეაციული სივრცეების განადგურება. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქშირაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მნიშვნელოვანი მიდგომა და დამოკიდებულებაა ის, რომ შევინარჩუნოთ მწვანე სივრცეები, ასევე, მოვუაროთ სპორტულ მოედნებს, რათა ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასშევუწყოთხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ასევე, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელს დედაქალაქის მერიამ ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმამიიღო.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქალაქის გრძელვადიან, სტაბილურ და სწორ განვითარებასუზრუნველყოფს. როდესაც მერიაში მოვედით, აქტიურად დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და 2019 წლის გაზაფხულზე, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დავამტკიცეთ – დოკუმენტი, რომელიც თბილისის მასშტაბით, თითოეული მიწის ნაკვეთის, უბნის თუ არეალის განვითარების პირობებსა და დაშვებებს განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე, თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების აღდგენა; დამატებით, 4 000 000 კვ.მ ტერიტორიას მივანიჭეთ მწვანე სივრცის სტატუსი; განვსაზღვრეთ ხუთი ახალი საპარკე არეალი; აიკრძალა სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება; არცერთი ნებართვა სკვერების, პარკის თუ სპორტული სივრცის ტერიტორიაზე აღარ გაიცემა. მინდა გითხრათ, რომ ეს დაპირება უნაკლოდ არის შესრულებული“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ასევე, აიკრძალა მანამდე არსებული მავნე პრაქტიკა – სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება.