წალკის და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა.
„ძალიან მაინტერესებს, დღეს ვინც მისცემს ხმას იმას, რომ მოსახლეობას თავისი მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავდეს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას იმ მაჟორიტარმა, რომ დამიჭირეთ მხარიო. ვერ დაუჭერს მოსახლეობა მხარს. ვერ დაუჭერს მოსახლეობა მხარს იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს მიაჭერს მწვანე ღილაკს და გააუქმებს მოსახლეობას ამ პრეროგატივას“, განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ, კახაბერ ოქრიაშვილმა.