საქართველო

კარლ ჰარცელი: კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა. „რას ნიშნავს რეალურად „კანდიდატის სტატუსი“? ნიშნავს ეს, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე? არის აქ სხვა სახის სარგებელი? “, – მოქალაქის აღნიშნულ შეკითხვაზე დიპლომატმა ასე უპასუხა:

„მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.