ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა

კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა.

როგორც BBC იუწყება, ბრიუსელში საუბრისას პუჩდემონი არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და ის „კატალონიის რესპუბლიკის“ გამარჯვებად გამოაცხადა.

სეპარატისტულ პარტიებს ახალ ასამბლეაში შემცირებული ადგილებით, მცირე უმრავლესობა ეყოლებათ, თუმცა „მოქალაქეთა პარტია“, რომელსაც სურს რომ კატალონია დარჩეს ესპანეთის შემადგენელ ნახევრადავტონომიურ ნაწილად, პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. ამდენად, უცნობია, ვის ექნება მთავრობის ფორმირების უფლება.

მას შემდეგ რაც მადრიდმა კატალონიის ოქტომბრის რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა და ახალი არჩევნები დანიშნა, რეგიონზე პირდაპირი მმართველობა სწორედ ესპანეთს ჰქონდა დამყარებული.

GUARDIAN.GE