საქართველო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დასამტკიცებლად რეკომენდაცია გაუწია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა.

კომიტეტმა 14 კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა.
ეს კანდიდატებია:

● მერაბ გაბინაშვილი – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● მირანდა ერემაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● მამუკა ვასაძე – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● მაია ვაჩაძე – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● თამარ ზამბახიძე – 8 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● შალვა თადუმაძე 8 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ლევან მიქაბერიძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ნინო ქადაგიძე – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ;
● ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ.

კომიტეტმა ხუთ კანდიდატს: თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი არ დაუჭირა.