აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელმა ღაზასა და სირიაში პალესტინის ჯიჰადისტ მებრძოლთა ჯგუფის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელა

ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზასა და სირიაში პალესტინის მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ საჰაერო იერიში წამოიწყეს. როგორც BBC ისრაელის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, საჰაერო იერიში სამხრეთ დამასკოში და ღაზას სექტორში ისლამისტი ჯიჰადისტების სამიზნეებზე კვირას, ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული სულ მცირე 20 სარაკეტო დარტყმის საპასუხო ნაბიჯი იყო.

სირიაზე იერიშის მიტანის იშვიათი აღიარებისას, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნე „ისლამისტური ჯიჰადის აქტივობების ცენტრი“ იყო.

სირიამ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ისრაელის რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზაში ოთხი ადამიანია დაჭრილი. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არც ერთ მხარეს არ გაუვრცელებია.

საომარი მოქმედებები კვირა დილას დაიწყო, როცა ისრაელმა განაცხადა, რომ მან თავისი მესერგავლებული საზღვრის გასწვრივ ისლამისტური ჯიჰადის წევრი მოკლა, რომელიც ისრაელის სამხედროების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონატაჟებას ცდილობდა.

სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ამოჰყავს ისრაელის ბულდოზერს მამაკაცი, რამაც პალესტინელებს შორის სიბრაზე წარმოშვა.

პალესტინელების ნაწილმა გააკეთა მოწოდება, რომ სამაგიერო მიეზღოთ ისრაელელებისთვის და რამდენიმე საათის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები იქნა გაშვებული, რაზეც პასუხისმგებლობა ისლამისტმა ჯიჰადისტებმა აიღეს და აღნიშნულს ღაზას საზღვართან თავიანთი ერთ-ერთი მებრძოლის მოკვლის საპასუხო ნაბიჯი უწოდეს.

ისლამისტური ჯიჰადი, რომელიც ირანის მიერ არის მხარდაჭერილი, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მებრძოლთა ჯგუფია ღაზაში. „ჰამასის“ მოკავშირე ამ ჯგუფს ბოლო ათწლეულებში არაერთი ომი აქვს წარმოებული ისრაელის წინააღმდეგ.

არეულობებმა ისრაელსა და ისლამისტი ჯიჰადისტების დაჯგუფებას შორის გასული წლის ნოემბერში იფეთქა, როცა ისრაელის საჰაერო იერიშმა ღაზაში, ჯიჰადისტ მეომართა ჯგუფის ერთ-ერთი მეთაურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ისრაელის სამხედრო ძალებსა და პალესტინელებს შორის შეხლა-შემოხლას თებერვლის დასაწყისშიც ჰოქნდა ადგილი, მას შემდეგ რამდენიმე დღეში, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.

ტრამპის გეგმა იერუსალიმს „ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად“ მიიჩნევს. იგი პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს და აღიარებს ისრაელის სუვერინეტეტს დასავლეთ სანაპიროს ახალშენებზე.

GUARDIAN.GE