აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიდერობს

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, იტყობინება მედია ეგზიტ პოლზე დაყრდნობით. ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე, ნეთანიაჰუს მემარჯვენ ფრთის ბლოკს მცირე უპირატესობა გააჩნია თავის ოპონენტებზე. ამგვარი შედეგი 73 წლის ნეთანიაჰუსთვის, რომელიც გასულ წელს, ქვეყნის სათავეში 12-წლიანი უწყვეტი ყოფნის შემდეგ ჩამოცილდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, დრამატული დაბრუნება იქნება უმაღლეს თანამდებობაზე. „ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, – უთხრა მან თავის მხარდამჭერებს იერუსალიმში.

უახლოეს საათებში მოსალოდნელია ოფიციალური შედეგების გამოქვეყნება, რამაც შესაძლოა განსხვავებული სურათი წარმოშვას. ნეთანიაჰუს მთავარმა მოწინააღმდეგემ, ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ ჯერჯერობით „არაფერია“ გადაწყვეტილი.