აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიასა“ და ბენი განცის „ლურჯ და თეთრ ალიანსს“ თანაბარი ადგილები ერგოთ

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები თითქმის დათვლილია და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიასა“ და ცენტრისტულ „ლურჯ და თეთრ ალიანსს“ 35-35 ადგილი ერგოთ ქნესეთში – ქვეყნის პარლამენტში. ასეთი შედეგები კი ნეთანიაჰუს მძიმე პოზიციაში აყენებს მემარჯვენე ფრთის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გზაზე.

ისრაელის 120 დეპუტატისაგან შემდგარ პარლამენტში არსოდეს არც ერთ პარტიას უმრავლესობა არ მოუპოვებია და ქვეყნას ყოველთვის კოალიციური მთავრობები მართავდნენ.

ეგზიტ პოლებმა მძაფრი შეჯიბრი იწინასწარმეტყველეს, რომელსაც მკაფიო გამარჯვებული არ ჰყავს, რამაც სამშაბათ ღამით, ორივეს, ნეთანიაჰუს და „ლურჯი და თეთრი“ ალიანსის ლიდერს, ბენი განცს იმის მტკიცება დააწყებინა, რომ გამარჯვება თავად მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! ისრაელის საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვა!“ ნათქვამია „ლურჯი და თეთრი“ ალიანსის განცხადებაში. „ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო გამარჯვებული და მკაფიო დამარცხებული“.

მაგრამ, თავისი პარტიის შტაბ-ბინაში, თელ-ავივში, გამარჯვებას ასევე ნეთანიაჰუც ზეიმობდა.

„ეს არის კოლოსალური გამარჯვების ღამე“, განაცხადა მან. „მე ძალიან მადლიერი ვარ იმით, რომ მეხუთეჯერ, ისრაელელმა ხალხმა ირწმუნა ჩემი“.

სხვა მემარჯვენე ფრთის პარტიების წარმატება იმის წინაპირობას იძლევა, რომ ნეთანიაჰუმ შეძლოს კოალიციის ფორმირება და რეკორდული, მე-5 ვადით უხელმძღვანელოს ქვეყანას. და თუ ეს ასე მოხდა, იგი გადაუსწრებს ისრაელის დამფუძნებელ მამას, დევიდ ბენგურიონს, როგორც ყველაზე ხანგრძლივად მომსახურე პრემიერ მინისტრს.

guardian.ge