საქართველო

ირმა ინაშვილი: სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება „ნაცმოძრაობის” მიერ თითქოსდა 780 000 ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით

„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი შსს-ს, მთავარ პროკურატურასა და სუს-ს მიმართავს, დაადგინონ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველთა ნამდვილობა.

„ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ყალთაბანდობას. ამ პოლიტიკურ აფერისტობაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერიები, ისე „ქართული ოცნების” თანამდებობის პირები. დრო მოვა, ამ პირებზეც საჯაროდ ვისაუბრებთ.

კიდევ ერთხელ მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება „ნაცმოძრაობის” მიერ თითქოსდა 780 000 ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით. ასევე დაიწყოს გამოძიება იმ თანამდებობის პირების გამოსავლენად, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ დანაშაულს”, განაცხადა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე.