აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანში კორონავირუსმა ბოლო დღეებში ისევ მძლავრად იფეთქა

ირანში უკვე მეორე დღეა რაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოვლინდა და ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო 24 საათში 3 000-ს გადააჭარბა. როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება, ბოლო დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტირებისას 3 134 პოზიტიური შედეგია ნაჩვენები და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 160 000-ზ მეტს შეადგენს. უკანასკნელ 24 საათში ირანში ვირუსით 70 პაციენტი დაიღუპა და ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 8 0120ს შეადგინა.

ირანმა გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, მაგრამ პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ თუკი ხელისუფლების მოწოდებები სერიოზულად არ იქნება მიღებული და ქვეყანაში ვირუსის გავრცელების „მეორე ტალღის“ საშიშროება დადგება, შესაძლოა მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს.
ირანი ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ თავდაპირველად პირველი ცხელი წერტილი იყო ჩინეთის შემდეგ, ვიდრე პანდემია ევროპასა და მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში იფეთქებდა. მაისის პირველ ნახევარში, ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო და ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე გაჩერდა, მაგრამ ივნისში ისევ იმატა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იგი შეშფოთებულია იმით, რომ „ადამიანები ამ დაავადების მიმართ სრულიად დაუდევრები გახდნენ“.

GUARDIAN.GE