აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანმა დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა

ირანელმა პოლიტიკოსმა აჰმად ჰამზემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის 3 მილიონ-დოლარიანი ჯილდო დააწესა.

„კერმანის პროვინციის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც დონალდ ტრამპს მოკლავს“ , – განაცხადა აჰმად ჰამზემ.

კერმანი ტრამპის ბრძანებით მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მშობლიური პროვინციაა.

ამასთან, ირანელმა პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ სოლეიმანი თავისი სიკვდილით იმაზე მეტ საფრთხეს შეუქმნის ამერიკას, ვიდრე სიცოცხლით შეუქმნიდა.