საქართველო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას წერილს უგზავნის

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს მისალოც წერილს უგზავნის, სადაც ის საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მჯერა, რომ ისტორიული და კულტურული წარსულის გათვალისწინებით და ორი ქვეყნის ხელისუფალთა სურვილიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში განვითარდება”, ნათქვამია წერილში, როგორც ამას საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება.