საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.