საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა.

„მინდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ. კერძოდ, დღეს ჩვენ ორი ცვლილება განვახორციელეთ. შეიცვალა ორი გუბერნატორი. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დაინიშნა გიორგი გუგუჩია, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორად წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.