საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დიდად აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის, შარლ მიშელის ჩართულობას საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცასთან საერთო ენა გამოინახება და ქვეყანა „ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას“ დაუბრუნდება.

„რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას.

„ჩვენ ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას, იმისთვის, რომ ქვეყანამ და ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას.

„რაც მთავარია, ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიხელმძღვანელოთ პირველ რიგში ჩვენი ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.