საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ჩვენს ქალაქს ყველაფრისთვის. ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე მინდა, მივულოცო ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს, მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისთვის.