საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთანამშრომლობასა და ორი ქვეყნის საერთო ინტერესებსზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.