საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ცოტა თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.