საქართველო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატზე მხოლოდ წინასწარი კონსულტაციებია ჩატარებული, ამიტომ განხილვები საკითხის ირგვლივ გაგრძელდება.

„საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება.

კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.