საქართველო

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ დავინახეთ, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში”

„ჩვენ დავინახეთ, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში”, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი არა გაერთიანებული ოპოზიციის დღის წესრიგს, არამედ საკუთარ დღის წესრიგს გაჰყვება, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ ინაუგურაციისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

„ჩვენ დავინახეთ, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენს დღის წესრიგს. ჩვენი დღის წესრიგი ეს არის – ჩვენ ველოდებით  ინაუგურაციას, ვემზადებით ამისთვის და ასევე ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არია კრიმინალი, რომელიც  აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც არის კანონდებლობას. თუ ის გაცდება კანონმდებლობას, მიიღებს შესაბამის პასუხს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.