საქართველო

ირაკლი კობახიძე: ქვეყანას მკაფიო საგარეო პოლიტიკური ხედვა აქვს და ეს სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციასა და საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას მკაფიო საგარეო პოლიტიკური ხედვა აქვს და ეს სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციასა და საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა.

მისივე თქმით, ქართველი ამომრჩევლების 90 % მხარს პროდასავლურ პარტიებს უჭერს და ეს სხვადასხვა კვლევითა და საარჩევნო შედეგებითაც დასტურდება.

„საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო საგარეო ხედვა და ეს ხედვა აისახა სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა. ეს პრიორიტეტი აისახა ჩვენთან საკონსტიტუციო დონეზეც. ახლა ჩვენ კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა გვაქვს, რომელიც აცხადებს, რიმ სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ეს გადაწყვეტილება ახლა ასახულია მთავარ კანონში. ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სურვილი. ეს სურვილი დამტკიცებულია საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევით და საარჩევნო შედეგებით. არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრებია” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.