საქართველო

ირაკლი კობახიძე: ქართული ოცნების“ გუნდი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი… თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, მას გაეცემა პასუხი

„ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთი და მისი ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, თორემ ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა პროცედურების დარღვევით მოხდა, რასაც აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

„ვინც არღევს წესებს, ეს უნდა გაირჩეს გუნდის შიგნით და გაეცეს პასუხი“, დასძინა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაამატა: „თეორიულ ვარიანტებზე მე ვერ ვისაუბრებ. მთავარია, ყველამ დაიცვას წესები. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი წესების დაცვაზე. წინა შემთხვევაში იყო არაერთი დეპუტატი, რომელმაც დაარღვია წესები, თუმცა ამ პირობებშიც კი მხოლოდ ერთს მოუწია უმრავლესობის დატოვება. აქაც მიდგომა იქნება ზუსტად იგივე…

„რეგლამენტი უხეშად და ცალსახად დაირღვა, ამაზე ნებისმიერი იურისტი ასეთ პასუხს გაგცემთ, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. აქ რეგლამენტის დარღვევა ერთია, ეს სხვა შემთხვევაა და იმას სხვა რეაგირება სჭირდება. რაც შეეხება გუნდური თამაშის წესებს, იმას სხვა რეაგირება სჭირდება. რაც შეეხება გუნდური თამაშის წესებს, აი, აქ არის ზუსტად ჩვენი რეაგირება აუცილებელი, ოღონდ ეს რეაგირება იქნება მაქსმილურად რბილი. ზუსტად ამ რბილი  მიდგომის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა უმრავლესობა წინა შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიდგომა იქნება რბილი და მაქსიმალურად ვეცებით, რომ შიგნით ავუხსნათ ყველას, თუ რა არის წესი და რა წესი არ უნდა დაირღვეს.

„ახლა უნდა ავხსნა, რომ ორჯერ ორი ოთხია, რაც წერია რეგლამენტში. პირველი მოადგილის ერთ კანდიდატურას ასახელებს თავმჯდომარე, რაც შეეხება უმრავლესობის კვოტას, იქაც ერთი კანდიდატი სახელდება უმრავლესობის მიერ და რაც შეეხება ოპოზიციას, იქაც თითო კანდიდატის დასახელება შეუძლიათ უმცირესობას ან გარეთ ფრაქციებს, როგორიც არის დღეს „ნაც. მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“, ანუ კანდიდატთა სიმრავლე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ოპოზიციის შემთხვევაში და ეს წერია ძალიან ნათლად რეგლამენტში. ეს იცის, დარწმუნებული ვარ,  იმ იურისტმაც, რომელიც საუბრობს სხვანაირად ამაზე, თუმცა  დასჭირდა ამ ვიღაცას  რეგლამენტის დარღვევა და დარღვევით გააკეთეს ეს ყველაფერი, თუმცა, ბუნებრივია, ამასაც თავისი რეაგირება ექნება.

„გუნდი არის ერთი, გუნდი არის ერთი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. თუ ვინმეს პერსონალურ როლზეა საუბარი და გუნდთან კავშირზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, მას გაეცემა პასუხი.