საქართველო

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხეს

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

არსებული ინფორმაციით, სუს-ში ის უკვე გამოკითხეს.

როგორც კობახიძე აცხადებს, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. რევოლუციურ სცენარზე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ უწყებაში ინფორმაციის წყაროზე ისაუბრა, ასევე წარადგინა სია იმ ადამიანების, რომლებიც მოაზრებული იყვნენ დესტრუქციული ქმედებისთვის.