საქართველო

ირაკლი კობახიძე: „მიხეილ სააკაშვილის პარტია აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის“

„შემაშფოთებელია, ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან“, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

იგი „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა დიდი ხანია, აღარ ვრცელდება მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიაზე.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ. ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაა. თუმცა, ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც, ობიექტურ მიზეზთა გამო, აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა გაკვირვებას იწვევს“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.