საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საზოგადოება სწორ ინფორმაციას მიიღებს, ვნებათაღელვა არ იქნება.

„კვირა დღეს ნამდვილად აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება რეალურად მორატორიუმი, აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ იქნება. ანუ, კვირა დღეს, აბსოლუტური ფორმით აღდგება მორატორიუმი, გამომდინარე, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან, რომელიც შევა ძალაში სწორედ ინაუგურაციის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დამატებით ამ საკითხის განხილვის საჭიროებას ვერც მე ვხედავ. რაც შეეხება საზოგადოების ვნებათაღელვას, თუ მივაწვდით სწორ ინფორმაციას საზოგადოებას ამ საკითხის თაობაზე, ამ შემთხვევაში, ვნებათაღელვაც არ იქნება. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ კვირა დღიდან მორატორიუმი აღდგება აბსოლუტური ფორმით. თუ ეს ეცოდინება საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ვნებათაღელვაც არ იქნება“, განაცხადა კობახიძემ.