აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ინდოეთში ქვიშის ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ქვიშის ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა უტარ პრადეშსა და რაჯისტანის შტატებში.

ოთხშაბათს, ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ძირფესვიანად ამოთხარა ხეები, გაანადგურა სახლები და დახოცა პირუტყვი.

ბევრ ადამიანს, რომელიც სტიქიას ემსხვერპლა, ეძინა, როცა მათი სახლები დაინგრა.

ქარიშხალმა ასევე ზიანი მიაყენა მეზობელი რაჯისტანის სამ რაიონს – ალვარს, ბჰარატპურსა და დჰოლპურს. ყველაზე მეტად კი, ალვარია დაზიანებული, სადაც სკოლები დაიკეტა.

შტატის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გარდაცვლილთა ოჯახები კომპენსაციის სახით 400, 000 რუპიას (დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი) მიიღებენ.